უსუფაშვილი: შტაბების დახურვის პარალელურად, პარტიული ოფისები იხსნება

უსუფაშვილი: შტაბების დახურვის პარალელურად, პარტიული ოფისები იხსნება

საარჩევნო შტაბების დახურვის პარალელურად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საკუთარ პარტიულ ოფისებს ხსნის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის  საარჩევნო შტაბების დახურვასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, შტაბების დახურვა ბუნებრივი პროცესია და როცა, არჩევნები მთავრდება, შტაბური ოფისები ყველგან იხურება.

 „საარჩევნო შტაბების დახურვა არ ნიშნავს, რომ პარტია სახლში წავიდა. ბუნებრივია, რომ საარჩევნო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფები არჩევნების შემდეგ, იმ სახით, რა სახითაც ისინი არჩევნებამდე ფუნქციონირებდნენ, მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიულ ოფისებს ხსნის და ამ პროცესებს თებერვალში დაასრულებს“, - დასძინა სპიკერმა.