იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საახალწლოდ პრემიები დაირიგეს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლებას პრემიები არ უნდა დაერიგებინა.
დეპუტატის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია იმაზე საუბრობდა, რომ წინა ხელისფლება ძალიან დიდ პრემიებს იღებდა.
„ახლა კი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, მათ საახალწლოდ პრემიები დაირიგეს, ეს ვითომდა ბიუჯეტის გასასწორებლად გააკეთეს. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება პრემიებს იღებდა, 12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც ავანისის გაცემის შესაძლებლობას იძლეოდა“, - დასძინა დეპუტატმა.