თავდაცვის ექს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კომპრომატებზე მიუნხენიდანაც საუბრობდა, თუმცა, ეს კომპრომატები აქამდე არავის უნახავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება ეჭვი არსებობდეს, რომ პროკურატურა სათანადოდ არ მუშაობს და ეს იყოს გარკვეული გარიგების ნაწილი.
„ამის შესახებ საზოგადოებაშიც აზრი გაჟღერდა, რომ ეს ადამიანი, საქართველოში იმ მოლოდინით სპეციალურად ჩამოიყვანეს, რომ ის წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში რაღაც უნიკალურ ჩვენებებს მისცემს და რაღაც ისეთ კომპრომატებს დადებს, რომელიც აქამდე დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ დადო. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს სიმართლე. ჩვენ გვახსოვს ოქრუაშვილი რამდენიმე წლის წინ, როდესაც აფრიალებდა საბუთების პაკეტს და იძახდა, რომ ეს პაკეტი იყო კომპრომატები მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს კომპრომატები არსად გამოჩენილა“, - დასძინა კანონმდებელმა.