ზურაბ ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრისგან მიტევება არავის სჭირდება

ზურაბ ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრისგან მიტევება არავის სჭირდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თანამდებობის პირთა მიმართ ამნისტიაზე მუშაობა არ მიმდინარეობს და ეს თემა, პარტიაში არც განიხილება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობა მიიჩნევს, რომ მოსანანიებელი არაფერი აქვს.

„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს ბარტერს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დევნა პოლიტიკური ხასიათის არის. ისინი გვთავაზობენ, მოდით, მუხლებზე დაეცით, მოინანიეთ და ბოდიში მოგვიხადეთ. ამის შემდეგ მოგიტევებთ და ყოფილ ჩინოვნიკებს აღარ დავიჭერთ. ეს ყველაფერი სასაცილოა.  პრემიერ-მინისტრისგან მიტევება არავის სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დევნის არ ეშინიათ, რადგან წინა ხელისუფლება 99 პროცენტით სუფთა იყო და  არანაირ კორუფციაში არ ყოფილა გარეული“, - აცხადებს დეპუტატი.