პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების არსს დიპკორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ.
მხარეებს შორის შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება, სადაც დეპუტატები დიპლომატებს იმ მიზეზებს გააცნობენ, რის გამოც, უმრავლესობამ ცვლილებები მოამზადა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის მიერ ორი საკონსტუტუციო პროექტი მომზადდა. კერძოდ, ერთ-ერთი პროექტი კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. ხოლო, მეორე ცვლილებებით, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევდა, მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამასთან, პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.