თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი, დავით დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს. ამის შესახებ დავით დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ბაჩო ახალაიასგან საბოლოო პასუხი ჯერ არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "ასეთი პოზიცია ექნება".
"ჩემი პოზიციაა, რომ რაც უფრო საჯარო იქნება ეს საქმე და რაც მეტი ხალხი მიიღებს მის განხილვაში მონაწილეობას ნაფიცი მსაჯულების სახით, ჩვენთვის უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვარ. ვფიქრობ, ასეთი პოზიცია ექნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც", - აღნიშნა დავით დეკანოიძემ.