უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ამჯერად მას ბრალი 1990-იან წლებში 405 მილიონი დოლარის გაფლანგვაში ედება. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, ბრალდება 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხარკოვის პროკურატურის განცხადებით, კი ყოფილი ექს-პრემიერი, რომელიც მკურნალობის კურსს ამჯერად საავადმყოფოში გადის, მაქსიმალურად ცდილობს სასამართლო მსვლელობის გაჭიანურებას.
იულია ტიმოშენკო ხარკოვის კოლონიაში 7 -წლიან სასჯელს იხდის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის რუსეთის ფედერაციასთან 2009 წელს დადებული ე.წ „გაზის საქმის“ გამო.