საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელძის განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ძალიან ძლიერად შეაღწია სასამართლო სისტემაში, ყოფილი მოსამართლეები კი პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულდებდნენ, ამიტომ რთულია ამ ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეცვალო, როდესაც „ის ნარჩენი გაქვს, რასაც დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები ჰქვია“. ეს განცხადება საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„დღევანდელი სასამართლო ფაქტობრივად წინა ხელისუფლების დროს შექმნილი სასამართლოა. მოსამართლე არ უნდა იყოს ამ ხელისუფლების, იმ ხელისუფლების, წინა ხელისუფლების და ა.შ. მოსამართლეს აქვს საკმაოდ გრძელი ვადა და ხელშეუხებლობა და ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს და რყევებს უნდა უძლებდეს. სამწუხაროდ, ყოფილმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ ძალიან ღრმად შეაღწია სასამართლო სისტემაში. მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. გასული წლების განმავლობაში, მანახეთ ისეთი ფაქტი, როდესაც ბრალდებულის დაკავებას ითხოვს პროკურატურა, მაგრამ სასამართლო გირაოს ნაცვლად ათავისუფლებს. ჩანს, რომ დღეს სერიოზული წინააღმდეგობა წარმოიქმნა სასამართლოსა და პროკურატურას თუ იუსტიციის სამინისტროს შორის", - განაცხადა საგანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, არსებული სასამართლო სისტემა აბსოლუტურად უკანონოდ და უსინდისოდ მოქმედებს.
„ ვერ ვხედავ პროკურატურის ან იუსტიციის მხრიდან ზეწოლას სასამართლოს მიმართ. მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო აბსოლუტურად უკანონოდ და უსინდისოდ მოქმედებს. ჩვენ არ მოვსულვართ ძალადობით და ამას არც გავაკეთებთ", - აღნიშნა