შემოსავლების სამსახურს ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განაცხადებით, ხუციშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი გუშინ მოეწერა.
იქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას კახა ცერცვაძე ასრულებდა, რომელიც ამჟამად ლაშა ხუციშვილის პირველი მოადგილეა.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუციშვილს დამთავრებული აქვს ,,თავისუფალი უნივერსიტეტი”.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2007-2008 წლებში იგი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატში, ხოლო 2008 წლიდან 2013 წლის 8 იანვრამდე - საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young- ში.