ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარს გაიმართება.
ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეაზე გამომსვლელებს შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლა სევერინო არიან.
საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ პოსტკონფლიქტურ ზონაში ჰუმანიტარული სიტუაციის საკითხს განიხილავენ.