პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლებს.
ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ნაძვის ხის ზეიმი ხვალ, ქუთაისში პარლამენტის შენობაში გაიმართება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საახალწლოდ მზრუნველობამოკლებული ბავშვების მასპინძლობის ტრადიცია არსებობს. მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ბავშვებს ექს სპიკერი დავით ბაქრაძე მასპინძლობდა.