დღეს, საქართველოს ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტენ ბრუკი ეწვევა.
ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ტენ ბრუკი შეხვედრებს გამართავს - თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, დეპუტატ დავით დარჩიაშვილთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
ამას გარდა, სტუმარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს.
ამასთან, ტენ ბრუკი მცხეთასა და ზურაბ წერეთელის სახელობის მუზეუმს დაათვალიერებს, ხოლო ქვეყანას 10 იანვარს დატოვებს.