ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული 7-15 იანვრის ჩათვლით გაიმართება და დღეს, სპექტაკლით - „კოტე მარჯანიშვილი“ გაიხსნება. ამას გარდა, კვირეულის ფარგლებში გამოფენა მოეწყობა, რომელიც ქართული თეატრის ისტორიას ასახავს.
ამასთან, კვირეული ფარგლებში წარდგენილი იქნება - ახმეტელის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, თუმანიშვილისა და მუსკომედიის თეატრების სპექტაკლები.