საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
პეტიცია, რომლის ავტორი მოძრაობა ,,პატრიოტებია” სოციალურ ქსლებში გავრცელდა.
,,ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება, ასევე, უპატივცემულობაა საქართველოს მოსახლების იმ დიდი ნაწილის მიმართ, ვინც მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია! ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას, აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის და, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე(2013 წლის ოქტომბერი)! გვინდა, ყველასთვის ნათელი იყოს, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, არ არის უფლებამოსილი, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და არ წარმოადგენს მთელი საქართველოს მოსახლეობას”, - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 20 იანვარს დასრულდება.