ფრანგული გამოცემა Nice Matin კინოვარსკვლავ და ცხოველების ცნობილ დამცველ ბრიჯოიტ ბარდოსთან ინტერვიუს მცირე ნაწილს აქვეყნებს, სადაც მსახიობი რუსეთში საცხოვრებლად გადასვლაზე საუბრობს.
ბრიჯიტ ბარდოს განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება არასოდეს უწევს მას დახმარებას,როდესაც მსახიობი მას ცხოველების დასახმარებლად მიმართავს, მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს არასოდეს ეუბნება.
„მზად ვარ დავტოვო საფრანგეთი, რომელიც ცხოველების სასაფლაოდ იქცა. ყოველ შეხვედრაზე ის (პუტინი) უფრო ადამიანური მეჩვენება, ყოველთვის, როდესაც მას რაიმეს ვთხოვ, ის ძირითადად, მთანხმდება.მან ბევრი რამ გააკეთა ცხოველების დაცვისთვის,ვიდრე ყველა ჩვენმა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა .გარდა ამის,მათ არ აქვთ ყურბან-ბაირამი“,-აცხადებს ბარდო გამოცემასთან საუბრისას.
ბრიჯიტ ბარდომ პრესისთვის განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით 4 იანვარს გააკეთა,მსახიობის განცხადებით,იმ შემთხვევაში,თუ ხელისუფლება არ გადაიფიქრებს ლიონის ზოოპარკში ტუბერკულიოზით დაავადებული ორი სპილოს დაძინებას, ის საცხოვრებლად რუსეთში გადავა.