უძველესმა შვეიცარიულმა ბანკმა Wegelin-მა აღიარა, რომ ის ამერიკელ მოქალაქეებს გადასახადების დამალვაში ეხმარებოდა.
ბანკის ხელმძღვანელობამ ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ათი წლის განმავლობაში100 ამერიკელ მოქლაქეს, ფინანსური მაქინაციების საშუალებით ეხმარებოდა თავი აერიდებინა სახელმწიფოსთვის, დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარის გადასახადების დამალვაში.
ბანკმა თანხმობა განაცხადა, ამერიკის ხელისუფლებას ჯარიმის სახით 58 მილიონი დოლარი გადაუხადოს. როდესაც ეს პროცედურა დასრულდება,ბანკი მუშაობას შეწყვეტს.
ბანკი Wegelin უკვე 272 წელია ფუნქციონირებს, ის 1741 წელს ქალაქ სანქტ-გალენში დაარსდა.