საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 80 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. .
,,თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი-აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს.გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.