ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy–მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების სია გამოაქვეყნა. ცნობილი პოლიტოლოგი და სოციოლოგი იენ ბრემერი, რომელიც გამოკითხვას ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ სიაში მოხვდნენ ის ლიდერები,რომელთა “ინდივიდუალურმა მონაცემები და მოღვაწეობა დიდი რაოდენობის ადამიანთა ბედზე ახდენს ზეგავლენას“,-აღნიშნავს ბრემერი.
რაც შეეხება საინტერესო ფაქტს, რომ პირველი ადგილი გამოცემამ არავის მიანიჭა, ბრემერს აქაც თავისი პასუხი გააჩნია.
„არავის არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს მსოფლიოს მნიშვნელოვან და რთულ პრობლემებზე“,- აღნიშნავს ბრემერი.
მეორე ადგილი ამერიკულმა გამოცემამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიანიჭა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გავლენიანი ლიდერების სიაში მხოლოდ მეხუთე ადგილის დაკავება შეძლო. მესამე ადგილი ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკმა დაიკავა, მეოთხე ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდა წილად.
მსოფლიოს გავლენიანი ლიდერების მეორე ხუთეული ასე გამოიყურება: ევროპის ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგა,კორეის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ახალი გენერალური მდივანი სი ძინპინი,ირანის სულიერი ხელმძღვანელი აიათოლა ალი ჰამენეი,საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტიან ლაგარდი, საუდიის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდელ აზიზი.