CNN –ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები,რომლებსაც თურქეთ–სირიის საზღვარზე სარაკეტო სისტემების განლაგება ევალებათ, დღეს თურქეთში ჩავიდნენ. 27 სამხედროსგან შემდგარ ნაწილს საზღვარზე რაკეტების“პატრიოტის“ განლაგება ევალებათ.
თურქეთმა გასული წლის ნოემბერში ნატო–ს თხოვნით მიმართა, სარაკეტო სისტემები განელაგებინა თურქეთ–სირიის საზღვართან,სადაც წელიწადნახევარია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.სირიის საჰაერო ძალების მხრიდან კი თურქეთის საზღვრისპირა ქალაქები რამდენჯერმე დაიბობმა,იყო მსხვერპლიც.
ალიანსმა 4 დეკემებერს მიიღო გადაწყვეტილება სარაკეტო სისტემების განლაგების შესახებ. საბოლოო ჯამში, თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებში ორი ამერიკული,ორი გერმანული და ორიც ნიდერლანდების სარაკეტო სისტემები განლაგდება.