როგორი იქნება გველის წელი თქვენთვის?

როგორი იქნება გველის წელი თქვენთვის?

 2013 წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2013 წელი შავი წყლის გველის წელიწადია, ჩინური ტრადიციის მიხედვით, თუ სახლში გველი იყო, ოჯახს ხვავი და ბარაქა და არ მოაკლდებოდა. გველს სიბრძნეს და  მოხერეხებულობასაც მიაწერენ. როგორი იქნება გველსი წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ან რა სიახლეები ელოდებათ მათ? ამ ყველაფერს დაწვრილებით აქ წაიკითხავთ.

ვერძი

წყლის შავი  გველის წელი ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის არც თუ ისე იოლი, მოულოდნელობებით აღსავსე, მრავალფეროვანი და პერსპექტიული იქნება.

 ვერძისათვის 2013 წელი მუშაობისა და შრომის წელია. ადამიანებთან კარგი ურთიერთობა წარმატების გარანტია, მაშინ როცა კონფლიქტები პირიქით-დამღუპველია.  ვერძი მისთვის საინტერესო ნებისმიერ საქმეს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდება. 12 თვიდან უმეტესი ნაწილი კარიერულ და პირად წარმატებას დაეთმობა.

ვერძს ყოველთვი სურს ცვლილებები და ამისკენ ისწრაფვგის. მისი შეჩერება მხოლოდ მოსაწყენ , მონოტონურ ყოფას შეუძლია, თუმცა 2013 წელი მას საპირისპიროს მიყვება. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნისათვის წარმატებულ წელს მოასწავებენ მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ვერძს თავადვე შეუძლია დაანგიროს ის რასაც დიდი ხნის მანძილზე საკუთარი ხელებით ქმნიდა. ამიტომ ამ წელს დაგეგმილი, გაწერილი ქმედებები უმნიშვნელოვანესია. კარგი იქნება თუ ვერძი ამას წლის დასაწყისიდანვე გაითვალისწინებს.

ვერძმა უნდა ისწავლოს ემოციების შეკავება. ფეთქებადობა და ზედმეტი ემოციურობა მას არ წაარდგება. ცივი გონებით მსჯელობა საუკეთესო ვარიანტი იქნება. თუნდაც გარკვეულ ეტაპზე კრახი განიცადოს. ის ამას ყურადღებით, თუმცა გულგრილად უნდა მოეკიდოს.

სანამ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიზანს მიაღწევენ მათ გრძლი გზის გავლა, ზოგჯერ წრეზე წასვლაც კი მოუწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისყოფის უნარი. კარგი იქნება თუ ვერძი თანამოაზრეებს შეკრებს. მისი წარმატება დიდად იქნება დამოკიდებული გარშემომყოფთა რეაქციებსა და აზრებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვერძმა სხვა უნარებთან ერთად, მოსმენის უნარიც გამოიმუშავოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ვერძისათვის ზაფხულის პერიოდი იქნება. მნიშნვნელოვანია, რომ მან ყურადღება მიაქციოს ცხოვრების ყველა სფეროს (ჯანმრთელობა, სიყვარული, ახლობლები)  და დრო მხოლოდ მუშაობას არ დაუთმოს. ვერძის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საუკეტესო მეგობრები, რომლებიც მუდამ მზად იქნებია დახმარებისათვის.

ვარსკვლავები ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აფრთხილებენ, რომ აზარტული თამაშები მათ კარგად არ წაადგებათ.  ლატარეა, კაზინოები და სხვა მსგავსი იღბალზე მინდობილი საქმიანობები წაგებასა და საკუთარ თავში რწმენის დაკარგვის საფრთხეს მოიცავს. ამიტომ ვერძებს საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი ნუ ექნებათ

2013 წელის სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთათვის საკმაოდ რთული და სერიოზული იქნება. რთული არა პრობლემებიდან გამომდინარე, არამედ თავად სასწორი ზოდიაქოდან. საქმე იმაში გახლავთ, რომ სასწორები მერყევი ხასიათისანი არიან და საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შეცვლა გამუდმებით სურთ. მასპინძელ წელს კი არ უყვარს მერყეობა. პირიქით, 2013 წელს ყველაფერი დაზუსტებული, დაგეგმილი და გააზრებული უნდა იყოს.  ამიტომ თუ სასწორი სერიოზულად არ მოეკიდება საკუთარ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს, ის წარმატების გარეშე დარჩება.

 კურო

2013 წელი კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა ძლიერ მხარეებსა და ღირსებებს სრულებით გამოავლენს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წელი წარმატებული იქნება.

თუ კურო განაგრძობს დაწყებულს და თავისი ცხოვრების ხაზს გაყვება, ის ნელ-ნელა წარმატების კიბეზე ავა, ხოლო თუ ის შეუძლებლის შელძებას მოინდომებს ვარსკვლავები მას კარგს  ვერაფერს პირდებიან. თუ კურო ყოველგვარი გეგმის და კარგად გაფიქრებული ქმედებების გარეშე გადაწყვეტს ცხოვრების რადიკალურად შეცვლას მას წარუმატებლობა ელის. სხვა შემთთხვევაში მასპინძელი წლის ძლიერი, მტკიცე ხასიათი, მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

 2013 წელი კუროსათვის საინტერესო და ხალისიანი იქნება. ის მეტ დროს გაატარებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, წვეულებებზე და ა.შ. გარდა ამისა, კურო ხალისიანად მიუდგება დღესასწაულებს. დიდი ენთუზიაზმით დაგეგმავს მათ აღნიშვნას. განსაკუთრებული პერიოდი კუროსათვის გაზაფხული იქნება. ამ დროს ის გაორმაგებული ძალებით შეუდგება საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვას. შეიძლება ითქვას, რომ  ამ ზოდიაქოს ნიშნისათვის სწორედ გაზაფხულიდან დაიწყება პოზიტიური ძვრები.  კურო-ბიზნესმენი საქმიანობის რეორგანიზაციას და ახალი  პარტნიორების შეძენას შეეცდება. გაზაფხული წარმატებული იქნება სხვა საქმიანობის კუროებისთვისაც, რომელთაც სამსახურის გამოცვლა და უკეთესი სამუშაო პირობები სურთ.

 კურომ 2013 წლისაგან მაქსიმალური შედეგი უნდა მიიღოს. ამისათვის კი საკუთარ თავზე მუშაობა, სტრატეგიული მოქმედებებისა და გეგმების შემუშავებაა საჭირო. თუ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წინასწარ გათვლიან, გაზომავენ და გააანალიზებენ სამოქმედო გეგმებს მათ წარმატება ზურგს არ აქცევს. კარიერული წინსვლა, რეპუტაციის ამაღლება და ახალი საქმიანი ურთიერთობები - გველის წელი კუროს დიდ შესაძლებლობებს აძლევს, უკანასკნელი სიტყვა კი თავად მასზეა.

 ტყუპები

ტყუპებისთვის მომავალი 2013 წელი წარმატებული იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატება უპრობლემოდ, თავისით მოვა. დაბრკოლებების გადალახვიტა და საკუთარი თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ტყუპები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ, რაც მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. თუ ისინი არ იქნებიან პასიურები და გვერდიდან არ შეხედავენ საკუთარი ცხოვრების მიმდინარეობას, საკუთარ ბედზე გავლენის მოხდენა თავისუფლად შეეძლებათ.

 წყლის შავი გველის წელს ტყუპებს უამრავი იდეა ექნებათ, თუმცა პასიურობის გამო შესაძლოა ეს იდეები მხოლოდ იდეებად დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2013 მათ აქტიურ მუშაობასა და მრავალფეროვნებას ჰპირდება წლის დასაწყისი პასიური იქნება. ამ დროს ტყუპებმა შესაძლოა ძალების მოსაკრებად  ტაიმ-აუტი აიღონ და ჯანმრთელობასაც მიხედონ. შემდეგ კი, აღდგენილი ძალებით ერთი ორად შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას.

 გაზაფხული ტყუპებისათვის ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციისათვის საუკეთესო პერიოდია. ახალი ურთიერთობები და კონკაქტები მათ პოზიტიურად წაადგებათ.ზაფხული კარგი დროა ცვლილებებისათვის - სამსახურის გამოცვლა , დაწყება, დაწინაურება.როგორც უკვე აღინიშნა ტყუპებს სერიოზული მუშაობა ელით. ამიტომ გადაღლილობისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით კარგი იქნება თუ ისინი მუშაობის პერიოდში პერიოდულად დაისვენებენ და ძალებს აღიდგენენ.

 შემოდგომაზე მოსალოდნელია სწავლის წყურვილის გაღვივება. ტყუპები ენთუზიაზმით შეუდგებიან სხვადასხვა კურსებზე სიარულს და მეტი ცოდნის მიღებას. გვიან შემოდგომით ამას სიყვარულის პერიოდი ჩაენაცვლება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სწავლასა და მუშაობაზე.

 მიწურულისათვის კი ტყუპები მშვიდად, ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე კარიერული წინსვლითა და პროგრესით დატკბებიან.

2013 წლის დასაწყისში კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მოუსვენრობას იგრძნობენ. მათ კომფორტული მდგომარეობიდან გამოიყვანს გარშემო მომხდარი ცვლილებები. შეიძლება ითქვა ცოტას დააბნევს კიდეც, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  წყლის გველის წელი მათთვის წარუმატებელი იქნება. მთავარია კრიჩხიბმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავოს და პრობლემური საკითხების თავიდან აცილება და დამალვა კი არა მათი გადაწყვეტა ისწავლოს.

  კირჩხიბი

2013 წლის დაწყება საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით აუცილებელია. კრიჩხიბისათვის სამომავლო გეგმებისა და აქტივობების განსახორციელებლად ძალების მოკრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს წელი მას დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალი შანსი კრიჩხიბისათვის წარმატებული კარიერის საწინდარი იქნება, თუმცა მას ამ შესაძლებლობის ფარგლებში მომავლის ვერ დანახვა შეაშინებს და შესაძლოა შეაჩეროს კიდეც.

ეიფორიული დასაწყისისგან განსხვავებით გაზაფხული იმედიანი იქნება.  შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონზე კირჩხიბი "გამოიღვიძებს" და საკუთარი თავის ძალას იგრძნობს. თვითშეფასება მნიშვნელოვნად აიმაღლებს. კირჩხიბი თავს წარმატებულ და პერსპექტიულ ადამიანად იგრძნობს და მომავლის რწმენით ახალი იდეების რეალიზებას შეეცდება. ამ პოზიტიური განწყობის დროს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატება საკმარისი არ იქნება ფეხის ფეხზე გადასადებად. მნიშვნელოვანია რომ კირჩხიბი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს და წარმატება დროზე ადრე არ იზეიმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიხარული ნაადრევი იქნება. ასევე, საჭიროა საკუთარი ქმედებების კარგად დაგეგმვა. ვარსკვლავები სპონტანურ ნაბიჯებს რეკომენდაციას არ უწევენ. ოპტიმალური ვარიანტი მხოლოდ კარგად გააზრებული და გააანალიზებული გეგმის სისრულეში მოყვანა იქნება.

მუშაობამ კირჩხიბი ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ უნდა მოაშოროს. ეს მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთათვის. ვინაიდან კრჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა მასზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს არა მხოლოდ საკუთარმა, არამედ სხვისმა წარუმატებლობამ. ამიტომ დროდადრო საკუთარი თავის განებივრება და  რელაქსაცი აუცილებელია.

ლომი

2013 წელი ლომისათვის ჩვეული აქტიურობით დაიწყება. მას გრანდიოზული იდეების განხორციელების და რეალიზების სურვილი შეიპყრობს. იმის გამო, რომ ლომი საკმაოდ აქტიურია და უყვარს მუშაობა მას გეგმების განხორციელების შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება. საუკეთესო ორგანიზატორული თვისებები, ქარიზმა და მუშაობის სურვილი ლომს პოპულარობასა და წარმატებას მოუტანს. თუმცა მნიშვნელოვანია იმ რჩევების გათვალისწინება, რასაც ასტროლოგები ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევენ.

 პირველი შეცდომა რაც შეიძლება ლომმა დაუშვას ეს  მოქმედების დროზე ადრე დაწყებაა. მომავალი წელი კარგად დაგეგმილი და გამიზნული ქმედებების წელია. ამიტომ საქმის შტურმითა და ეიფორიით დაწყება კარგს ვერაფერს მოიტანს. ლომმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს შესაძლებლობები, რესურსები, შედეგი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოქმედება. მეორე შეცდომა რაც შეიძლება აღნიშნულმა ნიშანმა დაუშვას ეს მოუთმენლობა და გარშემომყოფთა მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულებაა. ლომი თანამშრომელბის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ უნდა იყოს.  მან ობიექტურად უნდა სეაფასოს მათ შესაძლებლობებ და შუალედური დამოკიდებულება დაიჭიროს. თუ ლომები ვარსკვლავთა ამ გაფრთხილებებს  გაითვალისწინებენ, წარმატება მათ გზაზე არ დააყოვნებს.

 კარგი იქნება თუ ლომი თავის გრანდიოზულ იდეებს მარტო არ შეეჭიდება. თანამოაზრეთა გუნდის შეკრება, რომელიც შეყვარებული იქნებათავის საქმეში, დიდ ცვლილებებსა და პროგრესს მოიტანს.  ჯგუფის ჩამოყალიბება და შეკრება ხანგრძლივი და დამღლელი პოცესი იქნება. თუმცა, სამაგიეროდ, შედეგები შესანიშნავი.

 მუშაობის პარალელურად აუცილებელია ლომმა განვითარების სხვა ასპექტებზეც იფიქროს. მან არ უნდა დაივიწყოს არც ჯანმრთელობა და არც განათლება.  დატვირთული გრაფიკის მიუხედავად , დროის გამონახვა და ამაზე ზრუნვა მას პოზიტიურად წაადგება.

 შემოდგომით ლომმა ტემპი არ უნდა დააგდოს. დაწყებული პროექტების განხორციელებას აქტიური მუშაობა და ბოლომდე მიყვანა სჭირდება. ამიტომ დასვენების იმედი მას მხოლოდ საახალწლო პერიოდში უნდა ჰქონდეს. მართალია ლომს ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ სამაგიეროდ მას  შესაძლებლობა ექნება საშობაოდ  ოჯახს შესანიშნავი  არდადეგები მოუწყოს.

ქალწული

2012 წელი ქალწულისათვის სრულად განსხვავებული, მრავალფეროვანი და ცვლილებების მომტანი იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალების მომატებას იგრძნობენ.  ქალწული მზად იქნება გამოეთხოვოს  თავის შემუშავებულ წესებს იმისათვის, რათა   უფრო თამამი, რისკიანი და თავისუფალი იყოს . ამავდროულად ქალწული შეინარჩუნებს მისთვის ჩვეულ სიფრთხილეს და აკურატულობას, რაც ნებისმიერი სამუშაოს წარმატებით შესრულებაში დაეხმარება. ეს მცირედი ეიფორია პოზიტიურად წაადგება მუდამ მორიდებულ ქალწულს. ის შეძლებს საკუთარი თავის გვერდიდან დანახვას.  პირადი ცხოვრება მისთვის ძალიან მნიშნვნელოვანი გახდება. ქალწული ასევე შეძლებს პროფესიულ წინსვლას და განვითარებას და ეს არამხოლოდ ვარსკვლავების , არამედ თავად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გაზრდასა და საკუთარი თავის გაუმჯობესებას.

 

2013 წელი ქალწულისთვის ეიფორიულად დაიწყება. ასეთი მდგომარეობა ქალწულსძალიან იშვიათად თუ სჩვევია. წლის დასაწყისში ის მთლიანად პირად ცხოვრებაზე გადაერთვება და ყურადღების მიღმა დარჩება ყველა სხვა სფერო. ამ დროს შესაძლოა ქალწულმა ხელი აიღოს სწავლაზე, მუშაობაზე და სხვა საზოგადოებრივ აქტივობებზე.  მიუხედავად ასეთი დასაწყისისა ქალწულს საშუალება ექნება გაშვებული "ამოქაჩოს". ძალები მოიკრიბოს და ხელი მიჰყოს ბიზნესს. შეკრიბოს გუნდი, რომლის თითოეული წევრი მისი თანამოაზრე იქნება. ქალწულს ამ წელს დატვირთული მუშაობა მოუწევს. მას მთელი წლის განმავლობაში ინტენსიური ურთიერთობა ექნება კოლეგებთან, მეგობრებთან და გარშემომყოფებთან რომელთაგანაც  ის ძლიერ ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს.

 სასწორი

ეს წელი სასწორისთვის საკუთარ თავზე მუშაობით უნდა დაიწყოს. თავდაპირველად შესაძლოა მას ყველაფრის წინასწარ გაწერა და დაგეგმვა გაუჭირდეს, მოეჩვენოს რომ არაფერს აზრი არ აქვს, თითქოს მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, თუმცა ძალიან მალე მონდომება და შრომა სასწორს აუცილებლად დაუფასდება. რაც მას წარმატებისთვის აკლია ეს არის თავდაჯერებულობა და პასუხისმგებლობა, ამიტომ თუ წელს ამ ასპექტების გაუმჯობესებაზე ზრუნვით დაიწყებთ შემდგომი პერიოდი წარმატებული იქნება.

 2013 წლისაგან სასწორმა გამოცდილება უნდა შეიძინოს. ეს იქნება საუკეთესო პერიოდი პროფესიული წინსვლისა და განვითარებისათვის. კარგი იქნება თუ  სასწორი დროს ინტელექტუალურ საქმიანობებს დაუთმობს. აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა პრიორიტეტი ინტუიციაა. მათ ის იშვიათად უღალატებს. გარდა ამისა, სასწორი ისწავლის მყარად დგომას და პრობლემის გადაჭრას. ასე რომ, თუკი აქამდე სასწორი  ნაკლებ დამოუკიდებელი იყო, 2013 წელი მას საშუალებას აძლევს შეიძინოს გამოცდილება, გავითარდეს და გაძლიერდეს. საკუტარ თავზე ინტენსიური მუშაობით წლის ბოლოსა და წლის დასაწყისში არსებულ შედეგებს შორის სხვაობას ნამდვილად იგრძნობთ.

მორიელი

2013 წელი მორიელისთვის ნაყოფიერი იქნება. ის თავს თავისუფლად და ლაღად იგრძნობს. 2012-ში დაწყებული საქმეების წარმატებით განხორციელებისა და ეფექტური შედეგების მიღების წინაპირობა მუხლჩაუხრელი შრომა და კარგად დაგეგმილი ნაბიჯები იქნება. განსაკუთრებით რთული პრობლმური საკითხები მორიელს არ მოელის, თუმცა იქნება რამდენიმე ხმაურიანი საქმე, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც ის კარიერულ კიბეზე ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ. რაც მთავარია ეს მას სამომავლო წარმატების მოპოვებაში და თავდაჯერებულობაში დაეხმარება.

მორიელი მასპინძელი წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. მას 2013-ში ბევრი სურპრიზი და ცვლილება ელის. მორიელი შეძლებს საკუთარი თავის ლიდერად დანახვას, რაც კოლეგებსა და გარშემომყოფებში ავტორიტეტს აუმაღლებს. ის ისევე როგორც მასპინძელი წელი, ფრთხილი და დინჯია. მორიელს არ სჩვევია საქმიდან საქმეზე გადასვლა, დაწყებულის მიტოვება, სპონტანური მოქმედება. ამიტომ, ამ უპირატესობას ეს ნიშანი წელს კარგად გამოიყენებს.

 რაც შეეხება სირთულეებს, რომლებიც მორიელს ელოდება ეს ურთიერთობებში გამოვლინდება. საქმე იმაშია, რომ მორიელი წყენას გულში იდებს, ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ყოველთვის იმახსოვრებს. სხვებს კი მის წყენინებას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მორიელი "განგაშს არ წევს" ამის გამო. ამის გამო არსებობს რიგი ურთიერთობების დაძაბვის საფრთხე. თუ მორიელი ემოციების გამოხატვასა და პრობლემის ლოკალურად მოგვარებას მიეჩვევა, ეს საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.

ახალი იდეების რეალიზებისა და ბიზნესის განვითარების საუკეთესო პერიოდი გაზაფხული-ზაფხულია.

მშვილდოსანი

გველის წელში მშვილდოსანს გასულ წელს დაწყებული საქმიანობის გაგრძელება მართებს. თუ მას აქვს სამსახური და შესაძლებლობა პროფესული უნარების წარმოჩენისა, მან იმავე საქმიანობით უნდა განაგრძოს და უფრო ენთუზიაზმით მოეკიდოს სამსახურს. მართალია მშვილდოსანი გველის ფავორიტებს არ მიეკუთვნება, თუმცა დამდეგი წელი მისთვის საკმაოდ კარგად წარიმართება. არჩეული კრუსის გაგრძელება და შრომისმოყვარეობა წარმატების საწინდარი იქნება.

 კარიერის პარალელურად მშვიდოსანი პირად ცხოვრებასაც მიაქცევს ყურადღებას. ვარსკვლავები მას ამ საკითხში წარმატებას პირდებიან. გარშემომყოფებთან ურთიერთობებ მოწესრიგდება. მეგობრების იმედი მშვილდოსანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

 2012 წელი მშვილდოსნისთვის გაცილებით რთული იყო ვიდრე 2013 იქნება. თუ გასულ წელს მას მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევის გაღება უწევდა , ამ წელს მსგავსი სირთულეები მოსალოდნელი არ არის. მთავარია მშვილდოსანი თავისი იდეების ერთგული დარჩეს და მათ ბოლომდე მისდიოს.  მთავარი რაც მან უნდა გაითავისოს ეს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხებია. წლის დასაწყისში მოსალოდნელია მშვილდოსანის ფორმიდან ამოვარდნა, რაც ფინანსების უაზროდ გაფლანგვაში შეიძლება გამოიხატოს, ამიტომ საჭიროა მანამ სანამ დახარჯავს, კარგად გათავისოს თუ რისთვის ხდება ეს.

 მშვილდოსანი წარმატებით ტკბობასა და შვებით ყოფნას შემოდგომაზე შეძლებს. სწორედ ამ დროს იქნება მისი მიმდინარე წელს ყველაზე მშვიდი პერიოდი.

თხის რქა

იმისათვის რომ ნაყოფიერი წელი ჰქონდეს, თხის რქას ბევრი მუშაობა მოუწევს იმ დაბრკოლებების გადასალახად რაც მას ამ წლის პერიოდში შეხვდება. სირთულეების გამომწვევი მთავარი მიზეზი თხის რქის უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობა შეიძლება იყოს. პრობლემებისაგან თავის გაქცევა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება ამ ნიშანს წელს არ გამოუვა, რადგან გველის წელს სერიოზული, დაფიქრებული და გათვლილი ქმედებები უყვარს.

მთავარი რაც თხის რქამ უნდა გააკეთოს ეს არის საქმისადმი სიღრმისეული მიდგომა. მხოლოდ რეპუტაციის მოპოვება, იმიჯის შექმნა და ზედაპირული წარმატება შედეგიანი ვერ იქნება. 2013 წელი მისთვის ახალი, ეფექტური და ნოვატორული იდეებით დაიწყება. ზოგიერთი მათგანის განხორციელება ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდება თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თხის რქა საქმეს სრული სერიოზულობით მიუდგება.

 ვარსკვლავები ამ ნიშანს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის თავს ახალი, წარმატებული და შედეგიანი არაფერი მოხდება. გაზაფხულზე თხის რქა ძალების მოზღვავებას იგრძნობს. შეუდქება პროფესიული საქმიანობის განვითარებას, თუმცა მას კონკურენტები გამოუჩნდება.  ამ ბრძოლაში კი თხის რქა მომგებიან პოზიციას დაიკავებს, რადგან მას თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერა ყოველთვის აქვს.

უკვე ზაფხულში თხის რქა მიღწეული წარმატებით ტკბობას განაგრძობს, თუმცა მნიშნვნელოვანია ახსოვდეს, რომ ეს დასასრული არ არის და წინ კვლავ ინტენსიური მუშაობა და შედეგების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ელის.

 მუშაობის პარალელურად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. თხის რქას არც ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები უნდა ავიწყდებოდეს, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მან დროის ფასი აუცილებლად უნდა იცოდეს.

მერწყული

თუ მერწყული 2012 წელს აქტიური იყო, მისთვის ეს წელი ანალოგიურად დაიწყება, ხოლო თუ ის ზარმაცობდა, მაშინ ამ წელს ბევრი შრომა მოუწევს რათა გაშვებული აანაზღაუროს. ზოგადად კი, 2013 მორიელს წარმატებულ წელს ჰპირდება, თუმცა მისი მონდომებულობისა და შრომის გარეშე არაფერი გამოვა. მასპინძელი გველი მერწყულს მრავალფეროვნებასა და ცვლილებებს მოუტანს. შანსბი, რომელიც მას მიეცემა მომავლის ინვესტიცია იქნება.

 იმის გათვალისწინებით, რომ მერწყულს მაინცდამაინც არ სჩვევია საკუთარი მიზნების მკაფიოდ დასახვა და შემდეგ ამისათვის ბრძოლა, წლის დასაწყისში ის დაბნეული იქნება. თავდაპირველად შესაძლოა მერწყული ზუსტად ვერ გაერკვეს რა უნდა და რისკენ მიისწრაფის,თუმცა დრო ყველაფერს დააბალანსებს.  მისი ფინანსური წარმატება პირდაპირპროპორციული იქნება მისი საქმიანობისა და აქტიურობისა. გარშემომყოფებთან მერწყულს ჰარმონიული ურთიერთობა ექნება. მისი თანადგომის ქსელი დადეგ წელს ერთი ორად გაიზრდება. ახალი ნაცნობები, პარტნიორები და მეგობრები მერწყულის ნდობის მოპოვებას შეეცდებიან.

განსაკუთრებით აქტიური პერიოდი მერწყულს შემოდგომისას ექნება. ამ დროს გაორმაგებული ყურადღებით მუშაობაა საჭირო. შესაძლოა თავი იჩინოს იურიდულლმა საკითებმა, ამიტომ მერწყული ყურადღებით უნდა იყოს დოკუმენტების გაფორმებისას ან ხელშეკრულებების ხელმოწერისას.

 ამ ყველაფრის პარალელურად მერწყულს არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი მის ენთუზიაზმსა და ქარიზმატულობას აამაღლებს.

თევზები

2013 წელი თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური იქნება. მრავალფეროვანი 2013 მათ პროფესიულ არჩევანსა და საინტერესო საქმიანობებს ჰპირდება. თევზებს საშუალება ექნებათ თავი სხვადასხვა სფეროში სცადონ და თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინონ. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი მათია. ისინი თავს ისე იგრძნობენ როგორც "თევზი წყალში". გასულ წელს დიდი შრომისა და მუშაობის საზღაოდ წელს ისინი წარმატებას მიაღწევენ.

 უამრავ იდეას მათ შორის ყველაზე ამბიციურსაც კი, რეალიზების შანსი ექნება. თევზები თავიანთი აქტიურობით შეუძლებელს შეძლებენ, თუმცა მნიშნვნელოვანია ამ ჩართულობის მეორე მხარის დანახვაც. ვარსკვლავები აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აფრტხილებენ, რომ ზედმეტი აქტიურობა და თეატრალიზირება მომგებიანი არ არის. თევზებს სჩვევიათ ყველაფრის გართულება. "ბუზის სპილოდ გადაქცევა", ამიტომ, თუ ისინი მოვლენების დრამატიზირებას და გართულებას არ შეწყვეტენ, მათ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კი თანამშრომლებთან ურთერთობები დაეძაბებათ. მნიშნვნელოვანია ემოციების შეკავებაც. ვარსკვლავები თევზებს ხელმძღვანელობასთან კამათს არ ურჩევენ.  შესაძლოა მათ ესსამუშაო ადგილის დაკარგვად დაუჯდეთ.

 პრობლემები და დაბრკოლებები თევზებს ნამდვილ გამოცდას მოუწყობს. არ ღირს ცხვირის ჩამოშვება და დანებება. თუ თევზები საკუთარ თავს მობილიზებას გაუკეთებენ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარი ყურადღებით ყოფნაა. განსაკუთრებით მნიშნვნელოვანია ფინანსურ საკითხებთან ფრთხილად ყოფნა. თუ ფხიზლად იქნებით თქვენს გაცურებას ვერავინ მოახერხებს. გარდა პროფესიული საქმიანობისა, წელი წარმატებული იქნება პირად ცხოვრებაშიც.

.