პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურა აბაშიძე 2012 წლის მნიშვნელოვან მოვლენად - საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მიიჩნევს.
როგორც from.ge-ს 2012 წლის შეფასებისას აბაშიძემ განუცხადა, ეს წელი კოალიციისთვის წარმატებული იყო.
„2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ფეხი შემოაბიჯა და აქტიური პოლიტიკური გარემო შეიქმნა. პოლიტიკურად გამორჩეული პერიოდი აქედან დაიწყო, რომელიც არჩევნების ჩატარებით და ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა. დამოუკიდებლობის ისტორიაში ხელისუფლების გადაცემის პირველი პრეცედენტი იყო და ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ შედეგების შენარჩუნებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება“, - დასძინა კანონდებელმა.
რაც შეეხება იმას ახალ წელს დეპუტატი თუ სად ხვდება, კანონმდებელი აცხადებს, რომ უპირატესობას ახალ წელს ოჯახში შეხვედრას ანიჭებს.