2013 წელი ცვლილებების წელი იქნება, თან უკეთესობისკენ, თუმცა, გველის წელი შავის თეთრისგან გარჩევას ითხოვს და შეცდომების დაშვებას არ პატიობს.
მომავალ წელთან დაკავშირებით, მსგავსი პროგნოზი from.ge-სთან საუბარში ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა გააკეთა.
ცაგარელის განმარტებით, 2013 წელი ცვლილებების წელია და საზოგადოებას სიახლეები პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ელოდება.
„ეს ცვლილებები, უკეთესობისკენ იქნება. ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი წელიწადი 2014 წლისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის წარმატებული იქნება, რადგან 2014 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მთავრდება. ქვეყნებს შორის მათ შორის საქართველოსთვისაც განვითარების წელი იქნება და იბერია გაბრწყინდება. 2013 წელი სწორედ ამიტომ არის მოსამზადებელი ეტაპი“, - აცხადებს ასტროლოგი.
ცაგარელის განცხადებით, 2013 წელი იმის დალაგებას ითხოვს, რაც უკვე მიღწეულია და შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსი კომპრომისის უნარით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ, სადაც საჭიროა მოლოდინის რეჟიმში გადავიდეს, როგორც ამას გველი შეტევის წინ აკეთებს.
„2012 წელი დრაკონის წელი იყო, რომელიც აგრესიულობითა და შეტევით გამოირჩევა. ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური განხრით ამ წელმა მოიტანა, მომავალ წელსაც გაგრძელდება და შესაძლოა პოლიტიკური ბრძოლებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები მინისტრების დონეზეც მოხდეს. ამასთან, 2013 წელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების წელია, რომელიც ყველასგან და მათ შორის პოლიტიკოსებისგან, შავის თეთრისგან, სიკეთის ბოროტებისაგან გარჩევას ითხოვს. ეს წელი იმის დალაგებას ითხოვს, რაც უკვე მიღწეულია და გველის წელი შეცდომებს არ პატიობს. ყველა პოლიტიკოსი კომპრომისის უნარით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ, სადაც საჭიროა მოლოდინის რეჟიმში გადავიდეს, როგორც ამას გველი შეტევის წინ აკეთებს. არავითარ შემთხვევაში სულსწრაფობა, რადგან 2013 წელს სულსწრაფობა იკრძალება“, - განმარტავს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელი 2013 წელს სწავლისთვის და პროფესიული განვითარებისთვის წარმატებულ წელად მიიჩნევს.
„ეს წელი, სწავლისთვის და განვითარებისთვის კარგი წელიწადია, რომელიც წარმატებით სრულდება“, - აცხადებს ასტროლოგი.
შეგახსნებეთ, რომ გველის წელი დრაკონის წელიწადის შემდეგ მოდის და 12 წელიწადში ერთხელ მეორდება.