შპს „კავკასუს ონლაინმა" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 200 XXX, სულ 1000 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისა და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის გამოეყო.
ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქალაქი ბათუმი.