ლონდონი ახალ 2013 წელს ტრადიციული ფეირვერკებით, კონცერტებით და საახალწლო განწყობით ხვდება.პარლამენტის მოედანზე, ტრაფალგარის სკვერსა და თემზის ნაპირებზე უამრავ სტუმარს და დედაქალაქის მაცხოვრებლებს ელოდებიან. მეტრო მთელი ღამის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს.
როგორც კი ცნობილ ბიგ-ბენზე საათი 12 საათს დარეკავს, „უზარმაზარ „ლონდონის ბორბალზე“, აგრეთვე მდინარე თემზას გაყოლებაზე, ძალიან ბევრი სადღესასწაულო ფეირვერკი მოეწყობა.
სადღესასწაული კონცერტებით და ფეირვერკებით შეხვდებიან ახალ წელს დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც, ნიუკასლში ზამთრის კარნავალი გაიმართება, ჩრდილოეთ ზღვაში „ზამთრის გაცურვა“ მოეწყობა, ესექსის საგრაფოში ტრადიციული „ტალახიანი გართობა“ გაიმართება-საგრაფოს მცხოვრებლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად გაივლის წელამდე ტალახიან მდინარეს. ედინბურგის პარკში კი საახალწლო კონცერტი გაიმართება ჯგუფ Simple Minds-ის მონაწილეობით, ღია ცის ქვეშ გაიმართება.