ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. თაიმს-სკვერზე მილიონზე მეტი ადამიანი მოიყრის თავს. ღონისძიების ორგანიზტორთა განცხადებით, მოედნის გარშემო მდებარე ყველა სახლის სახურავიდან, ახალი წლის შესახვედრად მოსულ ადამიანებს თავზე კანფეტების წვიმას დააყრიან.
რაც შეეხება ტრადიციულ ბროლის ბურთს, მას თაიმს-სკვერის ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან დაუშვებენ.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კი ახალ წელს ტრადიციულად, ელეგანტურად და კლასიკურად ხვდებიან. მთელი ქალაქი საახალწლო ნაძვისხეებით და გირლიანდებითაა მორთული, სხვადასხვა ფერად განათებულ ქუჩებში მუსიკა უკრავს, მოედნებზე კი საახალწლო ბაზრობებია გახსნილი.
ავსტრალიაში, სადაც პლანეტაზე პირველად შემოაბიჯებს ახალი წელი, ტრადიციულად ულამაზესი ფიერვერკებით შეხვდებიან. სიდნეიში ფიერვერკების დღესასწაული გაიმართება, რომლის მოწყობაზეც ხელისუფლებამ 5 მილიონი ევრო გამოყო.