გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რეფორმებს, რომლის ჩატარებაც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ კრიზისის დასაძლევად დაიწყო, პირველი შედეგები უკვე მოაქვს.
ეს განცხადება მერკელმა თავის საახალწლო მიმართავში გააკეთა.
„ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის კრიზისის გაკვეთილები. ისეთივე უპასუხისმგებლობის დაშვება, როგორც მაშინ, შეუძლებელია. სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფო დაცვის გარანტორია და ადამიანებს ამის უნდა სჯეროდეთ. რეფორმებმა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, შედეგების მოტანა უკვე დაიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კრიზისის დასაძლევად ჩვენ კიდევ ბევრი მუშაობა და მოთმინება გვესაჭიროება“,-აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელის განცხადებით, 2013 წელი საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ადამიანები ამას მომზადებულნი უნდა შეხვდნენ. „გერმანიაში განვლილ წელს ყველაზე დაბალი უმუშევრობის პროცენტი დაფიქსირდა. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ უპრეცენდენტო ინვესტიციების ჩადებას განათლებასა და სამეცნიერო კვლევით სფეროებში“,-აცხადებს მერკელი.