საქართველოს სახალხო დამცველი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. უჩა ნანუაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ახალი წლიდან სახალხო დამცველის აპარატიძალისხმევას არ დაიშურებს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად.
„გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. მთელი სულითა და გულით მინდა, რომ ახალმა 2013 წელმა ქვეყანაში თანხმობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა მოიტანოს. იმედი მაქვს წინ დიდი წარმატებები გველოდება. გპირდებით, მე და ჩემი აპარატი, ახალი წლიდან, ახალი შემართებით შევუდგებით ჩვენი რთული საქმის შესრულებას. ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი უფლებების დასაცავად. მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.