საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდარაში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, პოლიციის საგანგებო რეჟიმში გადასვლის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი რამდენიმე საათში გაიხსნა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ხუთივე პირი პოლიციამ ოპერატიულად დააკავა. ასევე - მძარცველების მიერ მიტაცებული ფულადი თანხა და ოქროს ნივთები ოჯახს უახლოესს დღეებში დაუბრუნდება.
„ამას გარდა, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას რომ ნოემბერ - დეკემბერში რეგიონში რეგისტრირებული ყაჩაღობის 10 ფაქტიდან 6 გახსნილია. ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ ასევე გახსნილია სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მომხდარი დანაშაულებიც. რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 2003 – 2012 წლების განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში ყაჩაღობის 471 ფაქტი იყო დაფიქსირებული აქედან გახსნილი საქმეების რაოდენობა 251 - ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება, არამხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ბოლო თვის განვალობაში, მას შემდეგ რაც შსს-ს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეასაბამისი კადრები დაინიშნა, გაზრდილია დანაშაულის გახსნის ოპერატიულობის