ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოებამ Sense about science-მა გამოაქვეყნა იმ ცნობილი ადამიანების სია, ვინც ყველაზე გასაოცარი განცხადებები გააკეთა 2012 წელს.
სიაში ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მით რომნიც მოხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, შეექმნათ თვითმფრინავები ღია ფანჯრებით. ამ სიაში მოხვდნენ აგრეთვე სპორტსმენები- „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი მარიო ბალოტელი, ტენისისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი და სირენა უილიამსი, რომლებიც აცხადებდნენ რომ ფერადი Kinesio-ს ფირმის პლასტირები მიყენებულ ტრამვებს და ჭრილობებს შველის.
ბრიტანელმა ტელეწამყვანმა საიმონ კროულმა კი განაცხადა, რომ მან იპოვა მშვენიერი მკურნალი, რომელმაც მისი სახლი განკურნა.
მეცნიერები ასევე გააოცა ამერიკელი კონგრესმენის პოლ ბროუნის განცხადებამ იმის შესახებ, რომ დედამიწის ასაკი მხოლოს ათი ათასს წელს ითვლის.
გასაოცარი განცხადებების ავტორთა სიაში მომღერალი ნიკოლ პოლიციც მოხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ უყვარს ოკეანის წყალში ბანაობა, რომელიც ზვიგენის სპერმითაა სავსე და სწორედ ამიტომაა ოკეანის წყალი ასეთი მარილიანი.