საფრანგეთში მდიდარ ადამიანებს გადასახადებს აღარ გაუზრდიან

საფრანგეთში მდიდარ ადამიანებს გადასახადებს აღარ გაუზრდიან

 Agence France Presse-ის ინფორმაციით, საფრანგეთის კონსტიტუციურმა საბჭომ, რომელიც საფრანგეთის კონსტიტუციის უმაღლესი სამეთვალყურეო ორგანოა, უარი განაცხადა ახალი კანონის მიღებაზე, რომლის მიხედვითაც, ფრანგებს, რომელთა შემოსავალიც მილიონ ევროზე მეტია, გადასახადების 75%-ი უნდა გადაეხადათ.

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებით, ამ კანონმა ქვეყანაში დიდი არეულობა და პროტესტი გამოიწვია, რომელსაც საფრანგეთიდან მდიდარი ადამიანების გასვლა მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი ცნონილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიეა, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგულ პასპორტს აბარებს და ბელგიას მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს. საბჭოს განცხადებით, ახალი კანონპროექტი, მოქლაქეების უფლებებს არღვევს.

 მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად პუნქტს, სწორედ  მდიდარი ფრანგებისთვის გადასახადების გაზრდა წარმოადგენდა.