"ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ამნისტიის კანონზე პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფაქტს გამოეხმაურა.
მერაბიშვილი „ამნისტიის შესახებ კანონს“ ჯაბა იოსელიანის ამნისტიასთან აიგივებს და აცხადებს, რომ რა შედეგებამდე მიგვიყვანა მაშინდელმა „ჯაბას ამინისტიამ“, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით.
„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთგზის განგვიხორციელებია ზოგიერთი პატიმრის შეწყალება და ჩვენ ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად ვუდგებოდით, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნოდა. გუშინ მოხდა საქართველოს ისტორიაში არანახული როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ტიპის ამნისტია, რომლის მსგავსიც საქართველოში ბოლოს განხორციელდა ე.წ. ჯაბა იოსელიანის ამნისტია და რა შედეგებამდე მიგვიყვანა მაშინდელმა „ჯაბას ამინისტიამ“, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. მე ვიცი, რამდენი შრომა დასჭირდათ პოლიციელებს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუხდათ ნარკომოვაჭრეების, მკვლელების, ყაჩაღების, მეამბოხეებისა და უცხოელი ჯაშუშების დაკავება. მინდა, მოვუწოდო თითოეულ პოლიციელს, რომ გული არ გაიტეხოს და კვლავ ძველებული შემართებით გააგრძელოს ამ სერიზული დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგანაც ეს ადამიანები –-ნარკომოვაჭრეები, ჯაშუშები, მემბოხეები უქმნიან საფრთხეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ჩვენი ვალია, რომ საქართველოში არ დავუშვათ 1990-იანი წლების განმეორება. დარწმუნებული ვარ, დრო არჩევნებს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო და საქართველოში ასეთი რამე მეორედ აღარ განმეორდება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.