შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილებს კომპიუტერული ტექნიკა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მცხოვრები დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები საახალწლო ღონისძიებაზე სამინისტროს შენობაში მიიწვია. მინისტრმა მათ ახალი წლის დადგომა მიულოცა და ბავშვები პლანშეტური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესვე, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრებად ნოუთბუქები გაეგზავნათ.