ჯაშუშობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, თქვენ შეგეძლოთ ბევრი ჩვენგანი დაგეჭირათ, მაგრამ ვაჟკაცობა არ გეყოთ.
ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვისას, თინა ხიდაშელმა განაცხადა და უმცირესობას მიმართა.
მისი თქმით, პრეზიდენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც აცხადებს - ტყუილი და სიცრუის დემონსტრირებაა.
„თქვენი ლოგიკით ამ სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატთა უმრავლესობა საპატიმრო დაწესებულებაში უნდა იყოს. დღეს სააკაშვილმა პატრულის თანამშრომელი შეიწყალა, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და მისი გაუპატიურების გამო. ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ასეთი მძიმე მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებაზე. მათ პარლამენტი სასჯელის მოცულობას უმსუბუქებს და ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ტყუილია“, - განაცხადა ხიდაშელმა.