აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით,აფხაზეთს პრემიერმინისტრის პოსტი არ სჭირდება. ანქვაბმა აფხაზეთის პარლამენტს მიმართა და ამ პოსტის გაუქმებისკენ მოუწოდა.
ანქვაბის განცხადებით, პრემიერმინისტრის პოსტის გაუქმება აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას გაზრდის, აგრეთვე შეამცირებს უმაღლეს პირებს შორის ფუნქციების დუბლირებას, ამოცანების შესრულებას კი პრეზიდენტი და შესაბამისი პროფილის მინისტრები შეძლებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი საკუთარი უფლებამოსილების და ერთპიროვნული მმართველობის გაძლიერებას ცდილობს, რადგან პრემიერი აფხაზეთში ყოველთვის პრეზიდენტის ჩრდილში იდგა, მას აგრეთვე არ ჰქონდა უფლებამოსილების ფართო სპექტრი, თუმცა თანამდებობა საშუალებას აძლევდა, გაეგრძელებინა კარიერული წინსვლა, ამის მაგალითებს რაულ ხაჯინბა, სერგეი შამბა და თვით ანქვაბი წარმოადგენენ.