შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, გენიალურს უწოდებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას მიესალმება.
„ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელიც უნდა მიიღოს როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ, რადგან შექმნილ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი სვლა" - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნაში დაეხმაროს.
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ" კანონს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაშუშებმა და ნარკორეალიზატორებმა ციხე არ უნდა დატოვონ. მისი თქმით, სამინისტრის ჰქონდა უთანხმოება პარლამენტთან პრინციპულ საკითხებზე, პრინციპებზე, თუმცა, სამინისტროს შენიშვნების გაზიარება ვერ მოხერხდა.
„სამწუხაროა, რომ კანონპროექტი პარლამენტმა თავდაპირველი რედაქციით მიიღო. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებდა. სიაში გარკვეულ პირთა მოხვედრამ გამოიწვია უხერხულობა და პროცესი გაართულა. ინდივიდუალური განხილვის შემთხვევაში კი ამგვარ უხერხულობას თავიდან ავიცილებდით. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ რეკომენდაცია. გადავეცით კონკრეტული გვარები, ვინც სიიდან უნდა ამოეღოთ. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოხერხდა და პარლამენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შს მინისტრი ყოფილი საჯარო მოხელეების ამნისტირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი საჯარო მოხელე რეალურად რეჟიმის მსხვერპლად იქცა.
„ბევრ მოხელეს უწევდა ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც კანონთან შესაბამისობაში არ მოდიოდა და გამართლებული არ იყო. ისინი გარკვეულწილად იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი. სწორედ ამიტომ გააჟღერა პრემიერმა მათი ამნისტიის იდეა და ეს არის პრემიერ-მინისტრის, ახალი მთავრობის მორიგი ჰუმანური ჟესტი"- განაცხადა