საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, საზოგადოებას ეკა ბესელიამ დემაგოგიის ფეიერვერკი შესთავაზა.
როგორც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, კანდელაკმა განაცხადა, უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას მიესალმება, რომ უწყება ჯაშუშების გამოშვების წინააღმდეგი წავიდა.
„ეკა ბესელიამ დემაგოგიის ფეიერვერკი შემოგვთავაზა. ტყუილია თითქოს პრეზიდენტი ამნისტიის კანონპროექტს, როგორც ჰუმანურ აქტს ეწინააღმდეგება, ტყულია თითქოს იგი ამ იდეის, თუნდაც ციხეების განტვირთვის წინააღმდეგია, მაგრამ როგორ შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე მომხრე იყო ციხე დატოვონ ჯაშუშებმა, ენვერის საქმის მონაწილეებმა. გაკვირვებას გამოვთქვამ - თუ როგორ ვერ ახერხებთ ერთმანეთში შეთანხმდეთ და თქვენსავე მინისტრს არ უჯერებთ“, დასძინა კანდელაკმა.