საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ 131 პატიმარზე გაცემულ რეკომენდაციას ხელი მოაწერა.
პარალელურად, საპატრიარქოდან შესაწყალებელ პატიმართა დამატებითი სია შევიდა. ჯამში შეწყალება 277 მსჯავრდებულს შეეხო.
„კომისიამ რეკომენდაცია მისცა 131 პატიმარს, ყველა ჩვენი რეკომენდირებული არის შეწყალებული. გარდა ამისა, საპატრიარქოდან შემოვიდა დამატებითი სია, პრეზიდენტმა ჯამში შეიწყალა 237 პატიმარი, 44-ს გაუნახევრდა სასჯელი, ხოლო ორს ჩვენ დავუკელით რამდენიმე წელი", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
231 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს. 44 პატიმარს კი პატიმრობა გაუნახევრდა. შეწყალებულთა შორის 5 ქალი და 2 არასრულწლოვანია.