ამ წუთებში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.
პრეზიდენტის სამართლებრივ შენიშვნებს ამნისტიის პროექტის მისეული ვარიანტიც თან ერთვის. პრეზიდენტის პოზიცია დეპუტატებს საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო.
საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.