თბილისის მერი გიგი უგულავა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, უგულავამ მეხანძრეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ პირებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე თბილისის მერმა ასევე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.