ბრიტანულმა პრესამ დღეს ბრიტანეთის პრემიერს დევიდ კემერონს სტატიები მიუძღვნა სათაურით „ვის ამსგავსებთ თქვენ თავს, კემერონ? ვლადიმერ პუტინს?“ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა საქველმოქმედო გარბენ Great Brook Run -ში მიიღო მონაწილეობა. ბრიტანულ მედიას ტალახში, გაყინულ მდინარესა და ხიდებზე მცოცავმა კემერონმა რუსეთის პრეზიდენტი მოაგონა.
მართალია, კემერონთან ერთად გარბენში 108 ადამიანი მონაწილეობდა და გარბენსაც საქველმოქმედო მიზნები ჰქონდა, პრესის დამოკიდებულება მაინც არაერთგვაროვანი გახლდათ.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ფინიშთან 46-ე მივიდა. გარბენს თავლსყურს ადევნებდა კემერონის მეუღლე სამანტა კემერონი. საგულისხმოა, რომ ერთი მილის გარბენის შემდეგ, დაღლილმა პრემიერმა მეუღლეს ჰამბურგერისთვის ფული სთხოვა, რადგან სპორტულ ფორმაში გამოწყობილ მშიერ პრემიერს ფული თან არ აღმოაჩნდა.