აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-ცენტრში ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, ვარშალომიძე აჭარის საგამოძიებო სამსახურში 18:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რა თემაზე მოხდება მისი დაკითხვა, საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ.