Corriere della Seraს ინფორმაციით, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონე ვალდებულია თავის ყოფილ მეუღლეს ვერონიკა ლარიოს ყოველთვიურად სამი მილიონი ევრო უხადოს. ასეთი გადაწყვეტილება მილანის სასამართლომ მიიღო.
სილვიო ბერლუსკონეს ყოფილი მეუღლე ვერონიკა ლარიო,ყოფილი მსახიობი, ბერლუსკონესთან ქორწინებაში 2000 წლიდან იმყოფება. განქორწინებაზე განცხადება ლარიომ 2009 წელს შეიტანა. გაყრის მიზეზი ბერლუსკონე 18 წლის მოდელთან ნოემი ლეტიციასთან სასიყვარულო ურთიერთობა გახდა, რომლის შესახებაც ლარიო გაზეთ La Reppublica-ში წერდა.
ლარიო ბერლუსკონეს მეორე ცოლია, რომელთანაც მას ქალიშვილი და ვაჟიშვილი ჰყავს. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც სილვიო ბერლუსკონე ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა მის პირველ მეუღლესთან ელვირა დალ,ოლიოსთან.