იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა პრეზიდენტის მირ ვეტო დადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ძაგნიძემ განმარტა - თუ რატომ დაადო პროექტს პრეზიდენტმა ვეტო.
კომიტეტების სხდომაზე კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დააყენეს და ინიციატივა ჩავარდა.
ამ წუთებში, ბიუროს სხდომა იწყება, რომლის თანხმობითაც, რიგგარეშე სხდომის წესრიგში ვეტოს დაძლევი საკითხი შევა.
ვეტოს დაძლევაზე კი, სხდომაზე დაიწყებენ მსჯელობას, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.