ირაკლი ალასანია: ჩემი ამოცანა სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა

ირაკლი ალასანია: ჩემი ამოცანა სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა

სახელმწიფო კანცელარიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი, მათ შორის: შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარეობისა და ეპილეფსიითა და სხვა დაავადებით დაავადებულ ბავშვთათვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაში არსებული პრობლემების შესახებ; შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის უძრავი ქონების შეღავათიანი პირობებით გადაცემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ; შშმპ–თა და მათი ორგანიზაციებისათვის საგადასახო შეღავათების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ოჯახების პრობლემების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მომდევნო სხდომა 2013 წლის გაზაფხულზე გაიმართება.