წინა ხელისუფლების დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეები 2013 წელს ეროპაში უვიზოდ ივლიდნენ, ტყუილი იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწებამდე განუცხადა.
„ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოყენებული სიცრუე და არასოდეს შეესაბამებოდა სიმართლეს. 2013 წლის დასაწყისში ველოდებით საქართველოში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ვიზიტს, რომელმაც უნდა ჩამოიტანოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის შესრულების პირველი ნაწილი უნდა დასრულდეს ნოემბრამდე ვილნიუსის სამიტამდე და მეორე ეტაპის ბოლოს უნდა ველოდოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ყველაფერი მიდის ამ გეგმის მიხედვით, ასე, რომ თუ სხვა შეპირება იყო, ის არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს" - განაცხადა ფანჯიკიძემ.