ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოში ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, დელეგაცია შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „აზერენერჯი“ ხელმძღვანელობასთან გამართავს.
ამასთან, როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, იგეგმება ახალი 500 კვ-იანი დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ოპერირებისასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლის მშენებლობაც ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიებზე უკვე დაასრულეს და შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი ამ ხაზის საშუალებით განხორციელდეს.
ქართულ დელეგაციაში სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორის“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) წარმომადგენლები შედიან.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, აზერბაჯანში აღნიშნული სამუშაო ვიზიტი 26-27 დეკემბერს პრემიერ მინისტრის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში აზერბაიჯანულმა მხარემ, კიდევ ერთხელ, გამოთქვა სურვილი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთოებების მეტად უფრო გაღრმავების მიმართულებით.