გუშინ, 2012 წლის 27 დეკემბერს ღამის კურიერში და თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მერიისა და შესაბამისად გიორგი უგულავას სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნაზე საპასუხოდ გაკეთდა განცხადება, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ამჟამად მოქმედ კანონმდებლობას. განცხადების ავტორი დედაქალაქის მერია შეგნებულად ცრუობს და აბუჩად იგდებს ამომრჩეველს, როდესაც ამტკიცებს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ შესყიდვების განხორციელებაზე არ ვრცელდება.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, დედაქალაქის მთავრობის მონაწილეობით დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირები, რომლებიც საქონლის, მომსახურებას ან სამუშაოების შესყიდვას მოახდენდენ მათთვის გადაცემული ქ.თბილისის ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრების ხარჯზე, ანუ იმ სახსრებით, რომლის წარმოშობის წყაროს წარმოადგენს დედაქალაქის ბიუჯეტი, ჩათვლილნი არიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და შესაბამისად, ახლაც და ადრეც ყოველთვის, წარმოექმნებოდათ ვალდებულება მათთვის დედაქალაქის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან გადაცემული შესყიდვისთვის განკუთვნილი თანხები დაეხარჯათ სახელმწიფო შესყიდვებისა და საბიუჯეტო კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვით.
განცხადება ადასტურებს, რომ მერის განწყობა უცვლელია, მისთვის სულერთია წარსულში ჩადენილი დედაქალაქის ბიუჯეტის ასეულობით მილიონი ლარის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სატრანზიტო ანგარიშებიდან კანონსაწინააღმდეგო ხარჯვის ფაქტები და ამომრჩევლის კანონიერი ინტერესი - დაიცვას დედაქალაქის ბიუჯეტი კორუფციისგან, უკანონო ხარჯვისგან და პროტექციონიზმისგან (ცნობისათვის, 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში სახელმწიფო გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა 2012 წელთან შედარებით გაიზარდა, შეადგენს 447 616 000 ლარს ანუ 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის 640 000 000 ლარის 70%-ს).
მერისაგან განსხვავებით, ჩვენი ფრაქციისთვის სულერთი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში დედაქალაქის მთავრობამ თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და საერთაშორისო გამოცდილებით ანტიკორუფციულ სფეროში, რითაც დაუშვებლადაა მიჩნეული ყველა დონის, მათ შორის მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრების საჯარო შესყიდვების მოქმედების სფეროს მიღმა, კანონდაქვემდებარების გარეშე დაგეგმვა, ხარჯვა, უწყებრივი და საზოგადოებრივი მონიტორინგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ვერ გავიზიარებთ განცხადებაში მოყვანილ ავტორთა მოსაზრებას, რომ „მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს ზემოაღნიშნული ფონდების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვის აუცილებლობა“.
მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას ზემოაღნიშნული 2012 წლის 27 დეკემბრის მერიის „ვებ-გვერსზე“ განთავსებული მერიის განცხადების საფუძველზე, დააყენოს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, პირველ რიგში, შესაბამის პირთა მიმართ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და შემდგომში შესაბამისი