პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს. ჯგუფის შექმნის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თვამჯდომარე დავით უსუფაშვილმა დასვა. უსუფაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ამ ჯგუფის მუშაობაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც ჩაერთოს.
საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება.