არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ ბოლო პერიოდში აქტიურად სწავლობს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. ორგანიზაციის ადვოკატები მუდმივ რეჟიმში ეცნობიან, რამედენად ხელმისაწვდომია პატიმრებისთვის იმ უფებებით სარგებლობა, რომელიც მათ საქართველოს კანონმდებლობით ენიჭებათ.
„მონიტორინგის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პატიმართა უმრავლესობა ვერ სარგებლობს გრძელვადიანი პაემნებით იმ მიზეზით, რომ საპატიმროების ძველი ადმინისტრაციის მიერ პატიმრებს პირად საქმეებში აქვთ უარყოფითი დახასიათება, რაც ასევე უარყოფითად აისახება, უდოს კომისიის მხრიდან მათი საქმეების გადახედვის და შეწყალების კუთხით“, – განაცხადა „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ თავმჯდომარე ვალერი ტეტუნაშვილმა.
,,საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ იმ ადმინისტრაციის მიერ, რომელიც საჯაროდ იყო მხილებული პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, შედგენილ პატიმართა პირად საქმეებს ხელახალი შესწავლა ესაჭიროება, რადგან მათი უმრავლესობა შექმნილია პირადი ანგარიშსწორებისა და მსჯავრდებულების მიმართ პირადი განწყობიდან გამომდინარე.
სწორედ აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ პრესკონფერენცია, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ციხეებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასეს და ის პრობლემები გამოკვეთეს, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში არაერთი პატიმრისთვის მძიმე შედეგით დასრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
„მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პატიმართა პირად საქმეებს და მოხდეს მათი ყოფაქცევის რეალური შეფასება, ბათილად იქნება ცნობილი, დამნაშავე და მოძალადე რეჯიმის მიერ შექმნილი პატიმართა პირადი საქმეები, რომელიც უზღუდავს მსჯავრდებულებს კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას“, აღნიშნა „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვალერი ტეტუნაშვილმა.
ორგანიზაციამ შესაბამისი მიმართვა უკვე შეიტანა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრ სოზარ სუბარის სახელზე.
,,ვიმედოვნებთ, რომ მინისტრი სოზარ სუბარი სათანადო რეაგირებას მოახდენს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაზე და პატიმრები, რომლებიც დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ ისჯებოდნენ მოძალადე და დამნაშევე ადმინისტრაციის პირობებსში ისარგებლებენ კანონით მინიჭერბული შეღავათებით“ აცხადებს ,,საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ ადვოკატი ჯუმბერ მილორავა