ნატოს ხელმძღვანელობა საჭირო ზომებს მიიღებს თუ ჩათვლიან, რომ პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლა საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფიგზე from.ge-ს კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტისთვის რჩევების მიცემა ჩემი კომპეტენცია არ არის. ამ საკითხზე დებატებშიც ვერ შევალ, რადგან საკითხის მცოდნე არ ვარ, მაგრამ საყურადღებო თემაა და გვასხოვს, რომ მისი სხვა ვიზიტის დროსაც განვითარდა პროცესები, რომლიც მის ვიზიტს დაუკავშირდა. ალბათ, ნატოს ხელმძღვანელობა საჭირო ზომებს მიიღებს თუ ჩათვლიან, რომ პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლა საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძინა სპიკერმა.